მსოფლიო ლიდერები ლე ბურჟეს საგამოფენო ცენტრში იკრიბებიან

პარიზი 150-მდე ქვეყნის ლიდერებს მასპინძლობს. რამდენიმე საათში, საფრანგეთის დედაქალაქში, გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენცია გაიხსნება.

კონფერენციის მონაწილე ქვეყნების ლიდერები ლე ბურჟეს საგამოფენო ცენტრში იკრიბებიან. ცოტა ხნის წინ საგამოფენო ცენტრში მივიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი ღარიბაშვილს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრი, COP21-ის თავმჯდომარე ლორან ფაბიუსი მიესალმნენ.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტროში ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი იწყება
შემდეგი სტატია,,თურქეთს სრული უფლება აქვს, რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევაზე რეაგირება მოახდინოს”