მსოფლიო ლიდერები ცეცხლწაკიდებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გამო მწუხარებას გამოთქვამენ

მსოფლიო სხვადასხვა ლიდერები პარიზში ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის გამო მწუხარებას გამოთქვამენ. ისინი ფრანგ ხალხს უსამძიმრებენ ამ ფაქტთან დაკავშირებით.
დონალდ ტუსკი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მწუხარება გამოთქვა და “ტვიტერზე” დაწერა: “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი – ეს მთელი ევროპის ღვთისმშობელი იყო”.
აშშ-ს პირველი ლედი მელანია ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ლოცულობს, რომ არავინ დაშავდეს.
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა კი გაიხსენა, რომ ნოტერ-დამ დე პარი მსოფლოში რწმენის სიმბოლოა. “გული კვდება როცა ღმერთის სახლს ხედავ ცეცხლში. ჩვენი აზრები და ლოცვა მეხანძრეებთან და ყველა ფრანგთანაა” – დაწერა მაიკ პენსმა.
მოგვიანებით კომენტარი დაამატა დონალდ ტრამპმა, რომელმაც წინადადება წამოაყენა ცეცხლის ჩასაქრობად თვითმფრინავები გამოიყენონ. მისმა კომენტარმა ფრანგი მეხანძრეების საბჭოს აღშფოთება გამოიწვია.

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ყოველ წუთს თვალს ვადევნებ ხანძარს, რომელიც გრძელდება პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში, რომელიც არის მთელი კაცობრიობის მემკვიდრეობის ნაწილი. მან შთააგონა უამრავი მწერალი, მხატვარი, ფილოსოფოსი და მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩასული ტურისტი. რა სევდიანი სანახაობაა! როგორი ტრაგედიაა! მე ვიზიარებ ფრანგი ერის მწუხარებას, რომელიც ჩვენი საერთო მწუხარებაც არის“, – ნათქვამია ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებაში, რომელსაც ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა აღნიშნა, რომ ხანძარმა გერმანელი მეგობრები “პირდაპირ გულში დაჭრა”.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა. „თვალს ვადევნებ საშინელ ხანძარს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. საქართველო ფრანგი ხალხის გვერდითაა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ხანძარი ადგილობრივი დროით 18.50 საათზე გაჩნდა. მისი მიზეზი, შესაძლებელია სარესტავრაციო სამუშაოები იყო,რომელიც ტაძარში მიმდინარეობდა.

 

https://youtu.be/XyW2Qh4Iq8w

 

 

banner
წინა სტატიაშიმაკრონი: სამწუხაროა იმის ყურება, თუ როგორ იწვის ჩვენი ნაწილი
შემდეგი სტატიაპელემ ბრაზილიის საავადმყოფო დატოვა