მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 159 ქვეყანას შორის მეხუთე საფეხურს იკავებს

მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 159 ქვეყანას შორის მეხუთე საფეხურს იკავებს. მსოფლიო ეკონომიკიiრ თავისუფლების შესახებ 2016 წლის ანგარიში კატონის ინსტიტუტმა (CATO Institute) გამოაქვეყნა. ანგარიში 2014 წელს ასახავს. რეიტინგში საქართველოს 7,98 ქულა აქვს მინიჭებული.

საქართველოს წინ უსწრებენ მხოლოდ ჰონგ-კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია. საქართველოსთან ერთად მეხუთე საფეხურს იკავებენ კანადა, ირლანდია, მავრიკი და არაბთა გაერთიანებული საემიროები.

დოკუმენტის თანახმად, მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება ხუთი ფაქტორით განისაზღვრება: მთავრობის ზომა ეკონომიკაში, საკანონმდბელო სისტემა და საკუთრების უფლება, ფინანსური უზრუნველყოფა, საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება, რეგულაციები.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ამავე ანგარიშის მიხევდით, 2013 წელს მე-12 საფეხურს იკავებდა, ხოლო 2012 წლის შეფასებით – მე14-ს. 2010 წლის მონაცემებით, საქართველო 29-ე ადგილზე იყო.

ანგარიში შდგენილიაკატონის ინსტიტუტის, ასევე კანადაში მდებარე ფრეიზერის ინსტიტუტისა და მსოფლიოს 70-ზე მეტი ანალიტიკური ცენტრის მიერ.

banner
წინა სტატიაში2020 წლისთვის ელექტროგადამცემი ხაზების სრული მოდერნიზაცია დასრულდება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის ფაქტების დამდგენი მისიის წარმომადგენლებს შეხვდა