მსოფლიო ძალიან ნელია უკრაინის დასახმარებლად – აშშ-ის სპეცრაზმის ვეტერანი

ამერიკელი ლეიტენანტმა პერი ბლექბერნმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და სხვა დასავლური ქვეყნები, რომლებსაც დიდი ხანია ჰქონდათ ინფორმაცია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმისთვის მზადების შესახებ, არ ჩქარობდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას, ამიტომ გაცილებით მეტი უნდა გაკეთდეს დაკარგული შესაძლებლობების ასანაზღაურებლად.

„ბევრი უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ ძალიან ნელა ვეხმარებით უკრაინელებს. მე ვიტყოდი, რომ მთელი მსოფლიო ძალიან ნელა მოქმედებს“, – განაცხადა სპეცრაზმის ვეტერანმა.

მისი თქმით, მსოფლიოს აშკარად არ სურდა პუტინის აგრესიის პროვოცირება, რადგან არ იყო აბსოლუტური დარწმუნება, ნამდვილად აპირებდა თუ არა კრემლის ლიდერი უკრაინაში შეჭრას. თუმცა, საბოლოოდ, ეს გადაწყვეტილება მცდარი აღმოჩნდა.

„ამიტომ, ახლა ისინი (დასავლეთი) ცდილობენ, დაეწიონ და ეს ძალიან რთულია, როცა უკვე პირდაპირი საბრძოლო შეტაკებებია მტერთან“, – თქვა სპეცრაზმის ყოფილმა თანამშრომელმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძემ ოპოზიცია თავის ფორმატში რომ გადაიყვანა, ეს “ქართული ოცნების” მორიგი გამარჯვებაა – ჭიჭინაძე
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის ექიმების თქმით, თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიაში ცვლილებებია – კვლევა 400 გვერდიანია