მსოფლიო დღეს ტყის საერთაშორისო და ასევე, დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს

მსოფლიო დაუნის სინდრომის დღეს აღნიშნავს. 21 მარტი დაუნის სინდრომის დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. 21.03 გარკვეული სიმბოლიკის მატარებელია – დაუნის სინდრომი ვლინდება 21-ე ქრომოსომის გასამებით. დღეს, მსოფლიო დაუნის სინდორმის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, რაც სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ემსახურება.

დაუნის სინდრომით ყოველი 800- დან ერთი ბავშვი იბადება.
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს.

დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა.

დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.

დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს დამაკნინებელ სიტყვად – დაუნი არის მეცნიერის გვარი, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება, მათ რიცხვშია საქართელოც , რომელიც წელს უკვე მეშვიდედ უერთდება ამ დღის აღნიშნვას.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიანატალია საბანაძემ თანამდებობა დატოვა