მსოფლიო “დედამიწის დღეს” აღნიშნავს

Hands on a globe --- Image by © Royalty-Free/Corbis

22 აპრილს მსოფლიო “დედამიწის დღეს” აღნიშნავს. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი ამ დღეს უკვე მრავალი წელია აღნიშნავს და მას 100-ზე მეტი ქვეყანა და ხუთ მილიონზე მეტი მხარდამჭერი ყავს.
ფონდის მისიაა, შეაჩეროს გარემოს დაბინძურება და ისეთი მომავალი შექმნას, რომელშიც ადამიანები ბუნებასთან ჰარმონიულ კავშირში იცხოვრებენ. განათლება პროგრესის აუცილებელი პირობაა და კაცობრიობამ კლიმატის ცვლილებებისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მეტი უნდა იცოდეს.

პლანეტის დასაცავად ყველა მოქალაქემ ერთდროულად უნდა იზრუნოს, სწორედ ამიტომ 2017 წლის „დედამიწის დღის“ მთავარი მიზანი – მეტი განათლება და გათვიცნობიერებაა. მთავარი აქცენტი კი – ჯანსაღი ცხოვრების წესზე, რესურსების სწორად გამოყენებასა და გარემოზე ზრუნვაზე გაკეთდება.

banner
წინა სტატიაშისანაპიროზე, გმირთა მოედანთან კლდიდან მიწის ნაწილი ჩამოიშალა
შემდეგი სტატიაცვლილებები კონსტიტუციაში-არასამთავარობოთა ალტერნატიული პროექტი