მსოფლიო ჩემპიონატის გულშემატკივრებს ნანი ბრეგვაძის კონცერტზე ყაზანში ეპატიჟებიან

რუსეთში ფეხბურთის ჩემპიონატის კულტურული პროგრამის ფარგლებში სტუმრებს ყაზანში ნანი ბრეგვაძისა და ეკა მამალაძის კონცერტზე ეპატიჟებიან. „კლასიკისა და რომანსის მოყვარულებს საშუალება ეძლევათ სსრკსა და საქართველოს სახალხო არტისტის ნანი ბრეგვაძის კონცერტით დატკბნენ. კონცერტში მონაწილეობს ეკა მამალაძე. კონცერტი 28 ივნისს ყაზანში, გაბდულა ტუკაის სახელობის სახელმწიფო ფილარმონიაში საღამოს იმართება.“-წერს სააგენტო ТАСС-ი. კონცერტში რუსული და ქართული რომანსები, საესტრადო სიმღერები კონცერტმაისტერ ალექსანდრე სარიევის აკომპანიმენტის თანხლებით გაიჟღერებს.

banner
წინა სტატიაში„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია”- საგარეო საქმეთა მინისტრი დიპლომატიურ კორპუსს შეხვდება
შემდეგი სტატიაბათუმში სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაიფიცნენ