14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი შემცირდა

მსოფლიოში ოქროს ფასი შემცირდა. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 748 დოლარი განისაზღვრა, რაც ერთ დღეში ფასის 44 დოლარით კლებაზე მიუთითებს.

ამასთანავე, Gold Price-ის მონაცემები აჩვენებს, რომ დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონი 0.92%-ით გაიაფდა, ბოლო 1 თვეში კი ფასის 6.35%-იანი შემცირება ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად დღისა და თვის ჭრილში ფასის კლებისა, ოქროს გლობალური ღირებულება ბოლო 1 წლის განმავლობაში 48%-ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე ამჟამად არსებულ ფასებს, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 411 ლარის ფარგლებში მერყეობს, 750 სინჯის – 308 ლარის ფარგლებში, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 240 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ.

banner
წინა სტატიაშიაღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაში გარკვეული ცვლილებები შევიდა
შემდეგი სტატიაუკრაინამ რუსული ტყვეობიდან 175 სამხედრო მოსამსახურე და 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიბრუნა