19.8 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო და ვერცხლი ძვირდება

გლობალურ ბირჟებზე ოქრო გაძვირდა. ბოლო, 8 მაისის ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ოქროს ფასი 16 დოლარით გაიზარდა და 4 715 დოლარი შეადგინა.

Gold Price-ის მონაცემების მიხედვით, დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.34%-ით არის გაზრდილი, ბოლო ერთ თვეში ფასი 1.95%-იანი კლებას აჩვენებს, ხოლო წლიურად 41%-იანი ზრდა ფიქსირდება.

ბოლო ვაჭრობის შედეგად მსოფლიო ბაზრებზე გაძვირდა ვერცხლით. უფრო კონკრეტულად, ბოლო ერთ დღეში ვერცხლი 0.7 დოლარით (+0.9%) გაძვირდა და 1 უნციის ფასმა 80 დოლარს გადააჭარბა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვერცხლის ფასი 4.5%-ით არის გაზრდილი, წლიურად კი 143%-იანი მატება ფიქსირდება.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ბოლო მონაცემებით, 1 გრამი 999 სინჯის მქონე ძვირფასი ლითონის ღირებულება საქართველოში საშუალოდ 413 ლარს შეადგენდა, 1 გრამ ვერცხლს კი საშუალოდ 5.7 ლარად იყიდით.

banner
წინა სტატიაშიფილარმონიიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მსვლელობა იმართება
შემდეგი სტატია2025 წელს საქართველოში საბურავების, საავტომობილო ზეთებისა და აკუმულატორების იმპორტმა 410 მილიონ ლარს გადააჭარბა