27.1 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

მსოფლიო ბირჟაზე ოქრო გაძვირდა

გლობალურ ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ იზრდება. ბოლო ვაჭრობის შედეგად, ძვირფასი ლითონის ღირებულებამ დღეში 38 დოლარით მოიმატა და 1 უნციამ 4539 აშშ დოლარი შეადგინა.

„Gold Price“-ის მონაცემების თანახმად, დღიურ ჭრილში ოქრო 0.84%-ით გაძვირდა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირებული 2.49%-იანი კლებისა, წლიურ ჭრილში ოქროს ფასი შთამბეჭდავად — 36.84%-ით არის გაზრდილი.

გლობალური ტენდენციები აისახა საქართველოს ბაზარზეც, სადაც ოქრო ერთ დღეში საშუალოდ 11 ლარით გაძვირდა. დღეის მდგომარეობით, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 401 ლარის ფარგლებში მერყეობს, მაშინ როცა წინა დღეებში მისი ღირებულება დაახლოებით 390 ლარს შეადგენდა.

banner
წინა სტატიაში“პოლიტიკა არ არის – მე შენ მიყვარხარ”- ანა წითლიძე
შემდეგი სტატიავანდალიზმი მარნეულში: ნიზამი განჯევის ძეგლი ჯერ წითლად შეღებეს, შემდეგ კი კვალის წაშლა სცადეს