21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი აშშ-ირანის ომამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი აშშ-ირანის ომამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდა.

ინფორმაციას CNN ავრცელებს და წერს, რომ გლობალური ნავთობის ფასი ბარელზე 76 დოლარს ჩამოსცდა. მათივე ცნობით, ბრენტის ფასი 2 %-ით დაეცა და 75.50 დოლარს მიაღწია. ეს 27 თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი ნიშნულია.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის ნავთობის საორიენტაციო ფასი, West Texas Intermediate-ის, 72.03 დოლარამდე დაეცა, რაც 3 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

CNN-ის ინფორმაციით, ომამდე, მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 20 პროცენტი, დღეში 20 მილიონი ბარელი, გადიოდა სრუტეში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ რუსეთის ქალაქ ორენბურგის მახლობლად გაზგადამამუშავებელ და ჰელიუმის ქარხანას დაარტყა
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი გახარიას გუნდს: თქვენ აქ მის ადვოკატებად გამოდიხართ, მე მაშინ მოსამართლე უნდა ვიყო