33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ პატიმრობაში მყოფ თანამოაზრეებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდა

მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ პატიმრობაში მყოფ თანამოაზრეებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, მიმდინარე ეტაპზე ბრძოლის გასაგრძელებლად ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლებაზე ყოფნაა. ამასთან, ბურჭულაძე აცხადებს, რომ თავად საპატიმროს მანამდე არ დატოვებს, ვიდრე ბოლო პოლიტპატიმარიც არ გათავისუფლდება.

ბურჭულაძის ინიციატივასთან დაკავშირებით მსჯავრდებულთა პოზიციები განსხვავებულია. „სასახლის ღობის საქმეზე“ მსჯავრდებულთა ნაწილი აცხადებს, რომ საპროცესო შეთანხმებაზე არ წავა, რადგან თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და დანაშაულის აღიარებას არ აპირებს.

მეორე ნაწილი კი საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობას განიხილავს. განსაკუთრებით ისინი, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ციხიდან გათავისუფლებას ამ გზითაც არ გამორიცხავს.

შესაბამისად, პაატა ბურჭულაძის მოწოდებას ყველა მსჯავრდებული ერთნაირად არ აფასებს — ნაწილი მის ინიციატივას მხარს უჭერს და საპროცესო შეთანხმების განხილვას მზად არის, ხოლო ნაწილი კატეგორიულად უარს აცხადებს და სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას ამჯობინებს.

banner
წინა სტატიაშისაია: მშვიდობიანი დემონსტრანტების პოლიტიკური გამოხატვის გამო დაკავება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უხეში დარღვევაა
შემდეგი სტატიაშიდა ქართლის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავა