მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი – ლაშა ხუციშვილთან შეხვედრაზე განვიხილეთ სხვადასხვა მიმართულებით ჩვენი მხარდაჭერა, რაც საბოლოო ჯამში, საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ანა ბიერდეს განცხადებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრაზე ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესების, რეგიონული კავშირების გაძლიერებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით მსოფლიო ბანკის მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში, საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს.

„შევხვდი საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს. მასთან ერთად განვიხილე მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების, საწარმოთა ზრდისა და განვითარების პოტენციალის სრული რეალიზების, ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესების, რეგიონული კავშირების გაძლიერებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში, საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს“, – წერს მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ანა ბიერდე.

banner
წინა სტატიაშიაშშ უკრაინელ ლტოლვილებს მიიღებს, მაგრამ არა მექსიკის გავლით – Associated Press
შემდეგი სტატიაევროკავშირთან დაახლოების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ ბოლო წლების განმავლობაში – შამუგია