მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი – ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს წინსვლამ

ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ საქართველოში მაღალია მეწარმეობის სულისკვეთება, – ამის შესახებ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა სირილ მიულერმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი შეფასებით, შთამბეჭდავია საქართველოს განვითარება, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

“მქონდა შეხვედრები მთავრობის წევრებთან. ამ შეხვედრებზე მაცნობეს, რომ განათლება შედის მთავრობისა და, ზოგადად, ქვეყნის პრიორიტეტებში, რაც ძალიან სასიხარულოა ჩემთვის. ქართველები ძალიან ზრუნავენ თავიანთი შვილებზე და სწორედ მათია ქვეყნის მომავალი. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ საქართველოში მაღალია მეწარმეობის სულისკვეთება. მე შევხვდი ახალგაზრდებს, რომლებიც ქმნიან და ავითარებენ დამწყებ ბიზნესებს. ასევე შევხვდი საბანკო სექტორის წარმომადგენლებს, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის“, – განაცხადა მიულერმა. მისივე თქმით, მსოფლიო ბანკი წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად საქმიანობს საქართველოში და მნიშვნელოვანია შედეგები, რომლებიც მოქალაქეთა ცხოვრებაზე აისახება. „მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი მომავლის მიმართ. ჩემზე, როგორც ადამიანზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არაერთხელ ეწვია თქვენს ქვეყანას, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თქვენმა წინსვლამ. მართალია, წინ დიდი სამუშაო გველის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხებს და ამ გზაზე სვლას გააგრძელებს”, – განაცხადა სირილ მიულერმა.

banner
წინა სტატიაშილევან იზორია მაიკლ კარპენტერს შეხვდა
შემდეგი სტატიააშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტი გაფორმდა