მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ბორჯომის ხეობაში ჩავიდე

სტიქიის ზონაში, საქართველოს პრემიერმინისტრს – გიორგი კვირიკაშვილსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს – ზურაბ ალავიძეს, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი, სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონი, შეხვდა. საგანგებო შტაბში გამართულ შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკი მზად არის ყველანაირი დახმარებისთვის. ბანკი, სპეციალური პროგრამის ფარგლებში, რომელიც უშუალოდ ეხება გარემოს დაცვასა და ეკოლოგიურ საკითხებს, შეძლებს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას სტიქიასთან ბრძოლისა და შემდგომ პერიოდებში.

banner
წინა სტატიაშიბორჯომის ხეობაში ხანძრის მასშტაბების დასადგენად აზერბაიჯანმა საქართველოს მაღალი ხარისხის სატელიტური გამოსახულებები მიაწოდა
შემდეგი სტატიაგურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში მეფე კვირიკე მესამის საფლავი აღმოაჩინეს