მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში

ორი საათის წინ ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში ავტოავარია მოხდა. წალენჯიხის გამგებლის მოადგილე, რომელიც საჭეს მართავდა, დაეჯახა სოფელ მუხურის მკვიდრს ვინმე ხარჩილავას. ზუსტი ვინაობა დგინდება. როგორც “თაიმერს” შემთხვევის ადგილიდან აცნობეს, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. საჭესთან მყოფი გამგებლის მოადგილეს მიღებული აქვს დაზიანებები. იგი სასწრაფოდ რეანომობილით გადაჰყავთ ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოში.

როგორც “თაიმერს” შსს-ში განუცხადეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიოთარ ფარცხალაძე მთავარ აუდიტორ ლაშა თორდიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაევროვიზიაზე შიშველი მამაკაცი უკრაინელი ჟურნალისტი აღმოჩნდა