ტერაქტების სერიის შედეგად ბელგიის დედაქალაქში მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა

ტერაქტების სერიის შედეგად ბელგიის დედაქალაქში მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, მეტროში მომხდარ აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა, 55-ზე მეტი დაშავდა. აეროპორტში კი დაღუპულთა რიცხვი 13-ს აღწევს.

ბელგიის პრემიერმინისტრმა დაადასტურა, რომ აეროპორტში ერთ-ერთი ბომბი თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. ამ დროისთვის დაცვაა გაძლიერებული ბრიუგეს ციხესთან, სადაც პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, სალაჰ აბდესლამია მოთავსებული.

პოლიციამ საპატიმროს შესასვლელთან საეჭვო პაკეტი აღმოაჩინა, რომელსაც ამ დროისთვის სპეციალისტები სწავლობენ. ვრცელდება ინფრომაცია, რომ თავდასხმების სერიაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

banner
წინა სტატიაშიამ ტიპის ბრუტალური შეტევები არამხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ შეტევაა
შემდეგი სტატიასაფრანგეთის პრემიერის თქმით ევროპა საომარ მდგომარეობაშია