მსხვერპლის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი – საია სახელმწიფოს უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” სახელმწიფოს დეა გოშხეთელიანის წინააღმდეგ დაუსაბუთებელი და კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს. შესაბამისი სარჩელით ორგანიზაცია სასამართლოს დღეს მიმართავს.

“იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფომ ქალს შესთავაზოს ძალადობისგან დაცვის ეფექტური მექანიზმები, ის რეპრესიულ ღონისძიებებს იყენებს მსხვერპლის მიმართ”- ამბობენ ორგანიზაციაში.

დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს მასზე და მის მამაზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

„ის ორდერები, რომელიც იქნა გამოცემული დეა გოშხეთელიანის მიმართ, ვთვლით, რომ არის დაუსაბუთებელი და უკანონო, რადგანაც მსხვერპლის მიერ გამოთქმული მოსაზრება დანაშაულთან დაკავშირებით და იმ ძალადობასთან, რომელიც იყო მის მიმართ განხორციელებული, არ შეიძლება ჩაითვალოს მისი მხრიდან რაიმე სახის ძალადობად,“-აცხადებს საია-ს იურისტი რევაზ აჭარაძე.

banner
წინა სტატიაში,,კორუფციის გარეშე ასეთი რამეები სახელმწიფოში არ ხდება” – ოპოზიცია ,,RMG Gold“-ის საქმიანობის შესწავლას ითხოვს
შემდეგი სტატიააფგან მუხთარლის საქმე – საპარლამენტო უმცირესობა არასამთავრობო სექტორს შეხვდება