მსჯავრდებულმა პოლიტიკოსებმა მომმართონ განცხადებით შეწყალების შესახებ და დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შეწყალების თაობაზე – ყაველაშვილი

“ქართული ოცნების” მთავრობის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ყველა პოლიტიკოს პატიმარს, რომელიც შეწყალების შესახებ განცხადებით მიმართავს და დაადასტურებს, სურვილს არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, შიწყალებს.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ამ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ.

ზუსტად სამ თვეში, 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც საქართველოს მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულო უნდა აირჩიოს. მნიშვნელოვანია, ამ არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის რეგისტრირებული და არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოხატავს. ასევე მნიშვნელოვანია, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება ყველა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს.

როგორც საზოგადოებას მოეხსენება, რამდენიმე პოლიტიკური პარტიის კონკრეტული ლიდერები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იხდიან სასჯელს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. ამ გარემოების გათვალისწინებით, ვთავაზობ ყველა შესაბამის მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და იმავე განცხადებით დაადასტუროს საკუთარი სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამგვარი განცხადებით მომართვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე,” – წერს ყაველაშვილი.

banner
წინა სტატიაშიწარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
შემდეგი სტატია“კოალიცია ცვლილებებისთვის”: არცერთ ეტაპზე არ ვაპირებთ რეჟიმთან თანამშრომლობას