მსჯავრდებულებისთვის კულინარიის ხელოვნებაში პროფესიული მომზადების პროგრამა დაიწყო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში პროფესიული მომზადების პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში20 მსჯავრდებული კულინარიის ხელოვნებას შეისწავლის. კურსი 6 თვის განმავლობაშიგაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ, მსჯავრდებულებს შესაბამისი სერტიფიკატებიგადაეცემათ. კულინარიის კურსს პროფესიული კოლეჯი “იკაროსი”, აშშ-ს საელჩოსფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს.

სწავლებას ცნობილი მზარეული მანუელიგაუძღვება.პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა დაპრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, საქართველოში ამერიკისშეერთებული შტატების საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ელიზაბეთ რუდი დასაქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონისაღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის დირექტორი მაიკლ მაკმენიდაესწრნენ.სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა აშშ-სსაელჩოსა და INL-ის წარმომადგენლებს თანამშრომლობისა და კულინარიის პროფესიულიპროგრამის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენი უწყების პრიორიტეტად კვლავ რჩება სასჯელაღსრულების დაწესებულებებშისამუშაო კერების შექმნა. N16 დაწესებულებაში მეორედ გავხსენით კულინარიისშემსწავლელი კურსი.

პირველ ეტაპზეც 20-მდე მსჯავრდებულმა წარმატებით დახურაკურსი. კონკრეტული პროფესიის შესწავლა გათავისუფლების შემდეგ ყოფილმსჯავრდებულებს სამსახურის მოძების პროცესს უმარტივებს, რაც თავის მხრივ, ამცირებსხელმეორედ დანაშაულის ჩადენის რისკს,“ – განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მისიის ხელმძღვანელისმოადგილე ელიზაბეთ რუდიმა, პენიტენციურ დაწესებულებებში მსგავსი პროექტებისგანხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.„უკვე ხუთი წელია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მხარს უჭერსსასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებებისრეფორმას. კულინარიის ხელოვნების შემსწავლელი კურსები ერთ-ერთი წარმატებულითბილისი, სანდრო ეულის N3 www.moc.gov.ge
პროგრამაა, რომელიც მსჯავრდებულებს დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებსგამოუმუშავებს. ჩვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო, როდესაც ამერიკის ელჩმა ყოფილიმსჯავრდებული და ამ პროგრამის კურსდამთავრებული ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანშიდასაქმებული იხილა. ეს თავისთავად პროგრამის წარმატებაზე მიუთითებს,“ – აღნიშნაელიზაბეთ რუდმა.კულინარიის კურსს ცნობილი მზარეული მანუელი გაუძღვება, რომელიც მსჯავრდებულებსსხვადასხვა კერძის მომზადებას, სამზარეულოში მუშაობის უნარ-ჩვევებსა და სპეციფიკასშეასწავლის. კურსის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით,სწავლების პროცესი N16 დაწესებულებაში მოწყობილ სპეციალურ სივრცეში წარიმართება,რომელიც აშშ-ს საელჩოსა და INL-ის მხარდაჭერით სამზარეულოს უახლესი ინვენტარითდა ტექნიკითაა აღჭურვილი.კულინარიის ხელოვნებაში პროფესიული მომზადების პროგრამა სასჯელაღსრულებისდაწესებულებაში უკვე მეორედ გაიხსნა. გასულ წელს N16 დაწესებულების 19-მამსჯავრდებულმა სწავლება წარმატებით დაასრულა და დაწესებულების დატოვების შემდეგდასაქმების პრეცედენტიც შეიქმნა

banner
წინა სტატიაშინიკა მელიას ინფორმაციით, თბილისის მერიასთან რამდენიმე ადამიანია ნაცემი
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილის ინფორმაციით მას სუს-ის თანამშრომლებმა სცემეს