მსჯავრდებულები უმაღლეს განათლებას მიიღებენ

მსჯავრდებულები უმაღლეს განათლებას მიიღებენ დაბალის რიკის პენიტენციურ დაწესეულებაში და გათავისუფლებისთვისმომზადების თავისუფლების აღვეთის დაწესებულებაში განთავსებულ საშიშროებისდაბალი რისკის მსჯავრდებულებს, სასჯელის მოხდის პერიოდში, საშუალებამიეცემათ უმაღლესი განათლება მიიღონ. საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც აღნიშნულ სიახლეს ითვალისწინებს,პარლამენტის პლენარულ სესიაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმაკახა კახიშვილმა ისაუბრა. მინისტრმა განმარტა, რომ პენიტენციურ სისტემაში დღეს არიან პატიმრები,რომლებსაც უკვე წარმატებით აქვთ ჩაბარებული ეროვნული გამოცდები. „ერთ-ერთმა გრანტიც კი აიღო, მაგრამ იმის გამო, რომ კანონმდებლობა არითვალისწინებს მსჯავრდებულთათავის უმაღლესი განათლების მიღებისშესაძლებლობას, მათ სტატუსი შეჩერებული აქვთ. აკადემიური სტატუსის შეჩერებაკი, არ შეიძლება აღემატებოდეს 5 წელს. შესაბამისად, ზოგ შემთხვევაში,წარმატებულად ჩაბარებული გამოცდების შედეგები 5 წლის გასვლის შემდეგუქმდება“, – განაცხადა კახა კახიშვილმა. მისი განცხადებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ განათლებისსამინისტროსთან თანამშრომლობით, მოამზადა საკანონმდებლო ცვლილება.შესაბამისად, თუ პარლამენტი მას მხარს დაუჭრს მსჯავრდებულებს უმაღლესიგანათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ, ბაკალავრის საგანმანათლებლოპროგრამაზე, ელექტონული ფორმით. კახა კახიშვილის განცხადებით, სამინისტრომ საკომიტეტო მოსმენების დროსგამოთქმული მოსაზრებები გაითვალისწინა და მსჯავრდებულების მონაწილეობაგამოცდებში საერთო წესით განხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიმსჯავრდებულებს გათავისუფლებისთვის მოამზადებენ
შემდეგი სტატიასააკაშვილი: ყველაფერი დაფარული ერთხელაც ნათელი გახდება