მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იგი თავს კარგად გრძნობს და არ აქვს ჩივილები, – ამის შესახებ აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, სააკაშვილი პირველადი ჯანდაცვის გუნდის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

„მსჯავრდებულმა, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა პირველ ოქტომბერს N12 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების დღეს გამოაცხადა. მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულებაში შემოსახლებისთანავე მას ჩაუტარდა გარეგნული დათვალიერება, პირველადი სამედიცინო შემოწმება და შეივსო ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი.

დაწესებულებაში განთავსების შემდეგ, მსჯავრდებულს ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული/ინსტრუმენტული გამოკვლევები: ასევე, ჩაუტარდა ოჯახის ექიმის და სხვა პროფილის ექიმი – სპეციალისტების ( მათ შორის სამოქალაქო სექტორის მედიკოსების) კონსულტაციები. საჭიროების მიხედვით, დაგეგმილია კიდევ რამდენიმე კონსულტაციის ჩატარება.

მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ამჟამად უტარდება მკურნალობა დანიშნული მედიკამენტებით, მათ შორის მის მიერ წარმოდგენილი მედიკამენტებით, რომელიც, მიხეილ სააკაშვილის გადმოცემით, დანიშნულია მისი ოჯახის ექიმის მიერ. მსჯავრდებულ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტები სიმპტომურადაც ეძლევა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიThe Hill – ავღანეთიდან გასვლის შემდეგ აშშ-მა დასავლეთის ალიანსების ერთგულ სახელმწიფოებთან, მათ შორის, საქართველოსთან უნდა იმუშაოს
შემდეგი სტატიამეხანძრე-მაშველებმა ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან პირველი ადამიანი ამოიყვანეს