თეა წულუკიანი ივანე ბურდულზე: “მშვიდობით, ცესკო, შენთან ვბრუნდები, შაშკინ! ჩანერგილის ისტორიიდან”

ქართული ოცნების ლიდერი, თეა წულუკიანი ეხმაურება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლის მიერ თანამდებობის დატოვებას.

წულუკიანმა Facebook-ზე გამოაქვეყნა ვანო ბურდულის პოსტის სქრინი, აღწერით:

“მშვიდობით, ცესკო, შენთან ვბრუნდები, შაშკინ! ჩანერგილის ისტორიიდან”.

ივანე ბურდული ცესკოში საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის პოსტს იკავებდა. როგორც ის განმარტავს, სამსახურიდან წასვლის მიზეზი ცესკოს მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაა.

ცესკოს თანამშრომელი თანამდებობის დატოვების მიზეზებს განმარტავს

 

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე: “ჩვენ მზად ვართ ოპოზიციასთან დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან”
შემდეგი სტატიაალიკა კუპრავა – „გაბათილებულია ბიულეტინების უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობა – 146 192 ბიულეტინი“