მშვიდობის დამყარების საუკეთესო გზა უკრაინის გვერდით დგომაშია და არა ნეიტრალურად დარჩენაში – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ 21 აპრილს, ბულგარეთს სიტყვით მიმართა და სთხოვა, რომ უკრაინას რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ საბრძოლველად, საჭირო სამხედრო დახმარება გაუწიოს.

„მშვიდობის დამყარების საუკეთესო გზა უკრაინის გვერდით დგომაშია და არა ნეიტრალურად დარჩენაში“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.

მისი თქმით, უკრაინას ოფიციალური სოფიისგან სამხედრო დახმარების შესახებ მკაფიო პასუხი, ჯერ არ მიუღია.

„დღეს, მშვიდობის დამყარების საუკეთესო გზა უკრაინის გვერდით დგომაშია და არა ნეიტრალურად დარჩენაში. ხანდახან არჩევანი უნდა გააკეთო, ვერ იქნები შუაში, ვერ მოიფიქრებ გაუთავებელ კამათს. უნდა დაიჭირო მხარე, სიმართლის მხარე. ასე რომ, ყველაფერი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ახლა, უკვე არჩევანის გაკეთების დროა“, – დასძინა დიპლომატმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერის ინიციატივით იწყება მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებით ინფრასტრუქტურის განვითარებას – შამუგია
შემდეგი სტატია„ენდიაის“ ყველა კვლევაზე საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება გვაქვს, არჩევნებამდე ვერც ერთხელ სწორი პროგნოზი ვერ გააკეთა, გვაქვს საფუძველი, არ ვენდოთ – ვოლსკი