მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილმა დანაშაულმა გამაოცა – ირპენს პორტუგალიის პრემიერი ეწვია

უკრაინის ქალაქ ირპენს პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ანტონიო კოსტა ეწვია.

ირპენში ვიზიტის შესახებ პორტუგალიის პრემიერმა ტვიტერზე დაწერა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი დანაშაულით არის გაოცებული.

„მე გავხდი სასტიკი და გაუმართლებელი თავდასხმის მომსწრე. ომი ყოველთვის ეხება უდანაშაულო ადამიანებს. ოჯახები, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ, ჰქონდათ შესანიშნავი ცხოვრება, სამსახური, სახლი, მაგრამ სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფრის დატოვება მოუწიათ. ყველაზე მეტად მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამო ვარ გაოცებული“, – წერს ტვიტერზე პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი.

პორტუგალიის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის გამომხატველია.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის ბარბაროსულ შეჭრას უკრაინაში. პორტუგალია მხარს უჭერს უკრაინას”, – განაცხადა კოსტამ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინიდან ქართველი ე.წ. კანონიერი ქუდი გააძევეს
შემდეგი სტატიარეჯეფ თაიფ ერდოღანთან ღია და პირდაპირი საუბარი მქონდა – ფინეთი გმობს ტერორიზმს – ფინეთის პრეზიდენტი