მშვიდობიანი არაძალადობრივი პროტესტი გრძელდება

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ოპოზიცია პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქციის თარიღს კვირის ბოლოს დაასახელებს.

ამის შესახებ ვაშაძემ ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

„მშვიდობიანი არაძალადობრივი პროტესტი გრძელდება. ოპოზიციას აქვს ერთიანი სამოქმედო გეგმა და აქედან გამომდინარე, პარლამენტის პიკეტირებებს გავარძელებთ. შესაბამისად, ამ დღის წესრიგით იქნება პარლამენტთან მასშტაბური აქცია, რომლის თარიღი კვირის ბოლოს დაანონსდება. დაახლოებით შაბათს ან პარასკევს, რადგან მანამდე, პარასკევს ჩვენ გვექნება პრეზენტაცია იმ კანონის, რომელსაც ვთავაზობთ ჩიხიდან გამოსავლის სახით; ის ითვალისწინებს პროპორციულის მისწრაფებებს, მაგრამ ასევე არის მაჟორიტარულის მოდელი, რომელიც სრულად შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან. მანამდე, ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური კონტაქტი ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან იმისთვის, რომ კიდევ უფრო დიდი წნეხი იყოს „ქართულ ოცნებაზე“. როგორც განსაზღვრული გვქონდა, სამოქმედო გეგმა მიდის განხორციელებისკენ. ხუთშაბათს არის პარლამენტის სხდომა და ამ სხდომასთან დაკავშირებით როგორ მოვახდენთ პიკეტირებას, აუცილებლად გაგაცნობთ. რაც შეეხება სხვა აქციებს, ეს არის თვითორგანიზებადი და ალბათ ბევრი თვითორგანიზებული დაბოქლომება თუ ათასნაირი აქცია გაიმართება“, – განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშილეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ სხდომაზე მასშტაბური აქციაც დაიგეგმა
შემდეგი სტატიახელისუფლებამ მოატყუა ხალხი, მოატყუა საზოგადოება და საზოგადოება მოითხოვს დანაპირების შესრულებას