მშვიდობიან საპროტესტო აქციას ხელისუფლებამ სუს-ის მიერ მოწყობილი პროვოკაცია დაუპირისპირა

მშვიდობიან საპროტესტო აქციას ხელისუფლებამ სუს-ის მიერ მოწყობილი პროვოკაცია დაუპირისპირა. ამის შესახებ განცხადებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები აკეთებენ.

ნინო კალანდაძე მმართველი გუნდის იმ ბრალდებებს პასუხობს, რომლის მიხედვითაც, ბათუმში 11 მარტს მომხდარი დაპირისპირების უკან ნაციონალური მოძრაობა იდგა.

ენმ-ში ამბობენ, რომ საზოგადოებაში არსებობს საპროტესტო მუხტი, რომელიც გამოწვეულია არსებული მძიმე სოციალური და კრიმინოგენული ვითარებით. რაც შეეხება მომხდარ ძალადობას, ხელისუფლები ოპონენტები პასუხისმგებლობას სრულად ხელისუფლებას აკისრებენ.

„ძალიან მძიმე მუხტია საზოგადოებაში, მათ შორის საპროტესტო მუხტი. ბათუმში გამოვლინდა, რომ ერთმა პატარა ინციდენტმა შეიძლება, ძალიან დიდი საპროტესტო ტალღა დაძრას. ხელისუფლება, რომელიც წლების მანძილზე მხოლოდ და მხოლოდ დაპირებებს იძლევა, მაგრამ არაფერს არ აკეთებს, საერთოდ არ არის დაინტერესებული ხალხის პრობლემებით, არამედ სრულიად უგულვებელყოფას უკეთებს მათ და ვერ პასუხობს ვერც ერთ რეალურ მოთხოვნას, ეშინია თავისი ხალხის, ეშინია საპროტესტო ტალღის, ეშინია თავისი ხალხის ხმის,“ – აცხადებს ნინო კალანდაძე.

banner
წინა სტატიაში„მოგვაშორეთ კონტრაბანდისტი გუბერნატორი“
შემდეგი სტატიამე ამას ვაკეთებ ხალხის მანდატით, დღეს ისმის ხალხის ხმა