„მშვიდობა ომზე მეტია“ – რუსულ ოკუპაციას თავისუფლების მოედანზე აპროტესტებენ

„მშვიდობა ომზე მეტია“ – თავისუფლების მოედანზე ამ სახელწოდებით აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ოკუპირებულ ახალგორში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ და რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის დაუყოვნებლივ გადაცემას ითხოვენ.

თბილისში დაგეგმილ სოლიდარობის აქციას 12 ქალაქი და ასზე მეტი კერძო კომპანია და ორგანიზაცია უერთდება.

„არა ოკუპაციას, მშვიდობა ომზე მეტია“, – ამ სლოგანებით მდუმარე აქცია გაიმართა ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ.

აქციაზე თეატრის მსახიობები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათ სანთლებით და სახელმწიფო დროშებით ხელში კიდევ ერთხელ დაგმეს რუსული ოკუპაცია და თანაგრძნობა გამოუცხადეს დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს.

ოკუპაციის წინააღმდეგ აქციას ფოთის თეატრიც შეუერთდა.

ვირუსის ბლოკატორები