მშვიდობა ჰორიზონტზე არ ჩანს – ერდოღანი რუსეთ-უკრაინის ომზე

„რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის პერსპექტივა ჰორიზონტზე არ ჩანს, თუმცა თურქეთი მზადაა გახდეს შუამავალი მოლაპარაკებებში“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„სამწუხაროდ, ომი, რომელიც 1,5 წელია დაიწყო, ახლაც გრძელდება. არც მშვიდობის იმედიანი პერსპექტივა ჩანს ჰორიზონტზე“, – განაცხადა ერდოღანმა.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, თურქეთის პოზიცია ომთან დაკავშირებით არ იცვლება.

„პირველივე დღიდან ჩვენ ყოველთვის ვიდექით მშვიდობის, დიალოგისა და დიპლომატიის მომხრე. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, რათა თავიდან აგვეცილებინა სისხლის ღვრა“, – აღნიშნა ერდოღანმა.

banner
წინა სტატიაშიდავით კირკიტაძე „ქართულ ოცნებას“ – ხალხს აიძულებდით სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად აერჩია, ახლა კი, მას ებრძვით
შემდეგი სტატიაირაკლი ზარქუა – ოპოზიციას მინდა ვკითხო: რამ შეგაძულათ ასე ეს ქვეყანა?