მშვენიერაძე რურუაზე- ხელისუფლებამ პოლიტიკურ ოპონენტს იარაღი ჩაუდო და ციხეში გამოკეტა

„კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ შეუძლია პოლიციას ადამიანის დანაშაულის გარეშე დაკავება, ხოლო პროკურატურას – პოლიტიკური საქმეების უნიჭოდ და უსინდისოდ კერვა“, – ასე გამოეხმაურა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე გიორგი რურუასთვის პატიმრობის მისჯას.

„დღევანდელმა დღემ, კიდევ ერთხელ გვანახა, როგორი არის ჩვენი სასამართლო. წლების წინ, იმ 9 წელში, ჩემმა ერთმა მეგობარმა იხუმრა, სასამართლოზე ზეწოლა კი არ ხდება, არამედ თავად მოსამართლეებს აქვთ ქვეწოლაო. დღეს ამის კიდევ ერთი თვალსაჩინო მტკიცებულება მიემატა ათასობით მსგავსს.

გიორგი რურუა არის პოლიტიკური პატიმარი. მისი დაკავება მოხდა შეთითხნილი ბრალდებით, რომლის გადაფარვასაც სახელისუფლებო PR, მის შორეულ წარსულზე აპელირებით ცდილობდა. ამას ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ და ყველა ფარისეველია, ვინც დღეს იმაზე საუბრობს რა მოხდა 92 წელს, და არა იმაზე, რომ აგერ, გუშინ, ხელისუფლებამ პოლიტიკურ ოპონენტს იარაღი ჩაუდო და ციხეში გამოკეტა.

და აქვე, გიორგი რურუას, ყველაფერი რომ ჩაედინა, რასაც მის სახელს წარსულში მიაწერენ, ჩვენი საზოგადოებისთვის დღეს გაცილებით საშიში ისეთი ხელისუფლებაა, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს ციხეში მოგონილი ბრალდებებით კეტავს“, – წერს მშვენიერაძე Facebook-ის საკუთრ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, ის რომ მას ვიღაც პოლიტპატიმარს უწოდებს, ან ტელევიზიის მფლობელია, არ უნდა იყოს ალიბი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისთვის
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით პირბადეების საწარმო „ჯეომასკი“ ფართოვდება