მშვენიერაძე – ჩემი ვარაუდით, გიორგი გახარიაზე აქვთ კომპრომატი, რომელიც ნარკოტიკული თრობის დროსაა გადაღებული

რომელიღაც კანდიდატზე (ჩემი ვარაუდით, გიორგი გახარიაზე) აქვთ კომპრომატი, რომ ის ან ნარკოტიკს მოიხმარს, ან ნარკოტიკული თრობის დროსაა გადაღებული, – ამის შესახებ იურისტი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

როგორც იურისტი აღნიშნავს, აღნიშნულს სავარაუდოდ, კენჭისყრის დღემდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინული „ვიკილიქსი“ გამოამზეურებს.

„2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კახა კალაძემ ნარკოლოგიურში შარდი, რომ ჩააბარა, ხომ გახსოვთ? ცხადია არა, რადგან არ ჩაუბარებია. მაშინ, რატომ ჩააბარა ახლა?

დიახ, სწორია. რომელიღაც კანდიდატზე (ჩემი ვარაუდით, გიორგი გახარიაზე) აქვთ კომპრომატი, რომ ის ან ნარკოტიკს მოიხმარს, ან ნარკოტიკული თრობის დროსაა გადაღებული და სავარაუდოდ, კენჭისყრის დღემდე რამდენიმე დღით ადრე გამოამზეურებს უკრაინული „ვიკილიქსი“. როცა ფილმში ხშირად ჩანს კედელზე ჩამოკიდებული დამბაჩა, მისით აუცილებლად გაისვრიან“, – წერს მშვენიერაძე.

banner
წინა სტატიაშიჭიჭინაძე – არჩევნებზე შედეგს ერთიანი კანდიდატი ნიკა მელია დადებს
შემდეგი სტატიასოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება 10 სექტემბრიდან დაიწყება