9.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

“მშრალი ფაქტები”- რას წერს ბექა კობახიძე

ისტორიკოსი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში წერს:

“მშრალი ფაქტები:

– მარნეულში ფუნქციონირებს ირანიდან დაფინანსებული ისლამისტების ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი;

– იხურება ილიაუნი და, ფაქტობრივად, სოხუმის უნივერსიტეტიც;

– ირანის საელჩოს კიბეებზე რამდენიმე ასეული საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, ზემოხსენებული ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ნაყოფები, იდგნენ ტრანსპარანტებით – “ხამენეი, მზად ვარ ბრძანების შესასრულებლად!”

არანაირი პრობლემა ამ ხალხს არ შექმნია. როგორც ჩანს, ქოცები მათში უცხო ქვეყნის აგენტებს ვერ ხედავენ და არც საქართველოს უსაფრთხოებისთვის შექმნილ საფრთხეს იმჩნევენ;

– რუსთაველის გამზირზე, ტროტუარზე დგომისთვის ხალხს იჭერენ და აგენტებად აცხადებენ;

– ქართველთა ირანში დეპორტაციის 410 წლისთავის აღმნიშვნელ საზეიმო საღამოზე მივიდნენ, სიტყვით გამოვიდნენ. მანამდე, ჰამასის წევრებთან ერთად, ირანის პრეზიდენტის დაკრძალვაზე იყვნენ. კიდევ უფრო მანამდე თემურ ლენგის მემორიალს მიაგეს პატივი უზბეკეთში,

– მეორე მხრივ, 1921 წლის ხსოვნა გაიგდეს ფეხქვეშ: “მარო მაყაშვილი მოკლა საქართველოს მთავრობამ”, “კვინიტაძე მთაწმინდიდან არის დასაგორებელი”, მარო მაყაშვილის სურათების დაჰაჰავება და მრავალი სხვა.

კომენტარსაც არ ვაკეთებ, მშრალი კონტრასტული ფაქტებია”.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ითხოვს
შემდეგი სტატიაალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით