მშობლები 30 წლის ვაჟს სასამართლოში უჩივიან იმის გამო, რომ მას მშობლიური სახლიდან წასვლა არ სურს

30 წლის მამაკაცის მშობლები იძულებული გახდნენ რადიკალური ზომებისთვის მიემართათ, რომ საკუთარი ვაჟი აეძულონ მშობლიური სახლიდან საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ – შემთხვევა ნიუ-იორკში მოხდა.

სასამართლოში შესული საჩივრის თანამხმად, მაიკლ როტონდო მშობლებს გადასახადების გადახდაში არ ეხმარება და მათ წინადადებას, სხვაგან გადავიდეს საცხოვრებლად, აბუჩად იგდებს – “ბიბისი” წერს. ცოლ-ქმარმა როტონდოებმა რამდენიმეთვიანი ფუჭი მცდელობის შემდეგ ნიუ-იორკის შტატის ონონდაგას მხარის სასამართლოში შეიტანეს სარჩელი. ინფორმაცია მათმა ადვოკატმა გაავრცელა. მისი თქმით, ცოლ-ქმარმა როტონდოებმა ყველა შესაძლო მეთოდი ამოწურეს იმისათვის, რომ შვილი სახლიდან წავიდეს.

აპრილში საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ რადგანაც მაიკლი ოჯახის წევრია, მისი იძულებითი გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ უზენაეს სასამართლოს შეუძლია. თვითონ მაიკლი ამბობს, რომ მშობლები მის მიმართ რეპრესიულ ზომებს მიმართავენ. მაისის ბოლოს როტონდოების ოჯახი საჩივარს უზენაეს სასამართლოში შეიტანს.

banner
წინა სტატიაშირატომ მოუწია კოსტავას ქუჩაზე განთავსებული 3 ობიექტის თანამშრომლებს შლაგბაუნით თავისუფალი სარგებლობისთვის 60 ლარის გადახდა?
შემდეგი სტატიაცხინვალის რეგიონი საქართველოს შემადგენლობაში სტალინმა შეიყვანა