მშობელი ერთ-ერთ ბაღში, 3 წლის ბავშვზე ძალადობის ფოტოებს ავრცელებს.
არ ვაპირებდი ამ ფოტოების დადებას, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ასე თუ დავიცავ ჩემ შვილს და დავამტკიცებ სიმართლეს! ვიდეოებს რომ მორჩება გამოძიება, მერე გამოვაქვეყნებ! ვიდეოდან დავსქრინე და ცოტა ხასიათი გაუფუჭდა. აქ ჩანს ჩემი შვილი როგორ წევს იატაკზე საათობით! სადაც დაფარულია, იქ ბავშვები ზიან და თამაშობენ როცა ჩემი შვილი გახდილი წევს იატაკზე!,- წერს ედიტა დანელიანი სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს.
გუშინ ედიტა დანელიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საბავშვო ბაღში მის შვილზე ძალადობდნენ. სოციალურ ქსელში მან დაწერა:
“ჩემ შვილს ხდიდნენ ტანსაცმელს და აწვენდნენ ძირს იატაკზე და ბავშვი იყო 4 საათი 3 საათი ყოველდღიურად შიშველი. ბავშვი შველას ითხოვდა მასწავლებლები იმავე ოთახში იჯდნენ და ტელეფონს სქროლავდნენ. ფსიქოლოგიურად ანადგურებდნენ ესე ძალადობდნენ ჩემ შვილზე”
















