29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

მშენებლობის ნებართვის მოპოვების საბაბით მოქალაქეს 83 000 ლარი დასტყუეს — შსს-მ ერთი პირი დააკავა

Close-up of the blue and red lights on top of a police vehicle

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს  თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მოპოვებისა და საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, დაზარალებულს 83 000 ლარი ეტაპობრივად გამოართვა, თუმცა შეთანხმება არ შეასრულა და თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დამნაშავე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც  9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკული საშუალება ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიაქუთაისის აეროპორტში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ხელბარგით 600-ზე მეტი ფსიქოტროპული აბი შემოჰქონდა