მშენებლობის ნებართვის გაცემის წესში ცვლილებები შედის

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესში ცვლილებები შედის. მთავრობის შესაბამისი დადგენილების პროექტს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერი კახა კალაძე წარადგენს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თბილისში მშენებლობების პროცესი მოვაწესრიგოთ და ასევე, კიდევ უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ რეკრეაციული სივრცეების განვითარებას. ამაზე კახი კალაძემ არაერთხელ ისაუბრა და მე მინდა მივესალმო მერიის ინიციატივას ამ მიმართულებით პროცესის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შესახებ. ნებართვის მიღების პროცესშივე იქნება აუცილებელი გამწვანების გეგმის წარმოდგენა, აღრიცხვა იქ არსებული ხეების, ახალი გამწვანების გეგმის წარმოდგენა, ასევე, 4000 კვ/მ-ზე დიდი ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მისაღებად საწყის ეტაპზევე იქნება საჭირო სატრანსპორტი კვლევის და სატრანსპორტო რეგულირების სქემის წარმოდგენაც. ეს, ასევე, მნიშვნელოვნად გაუადვილებს ჩვენს დეველოპერებს მუშაობას იმ კუთხით, რომ ბოლო და შემდგომ ეტაპებზე აღარ იქნება საჭირო დამატებითი ცვლილებების შეტანა პროექტირებაში. წინასწარი კონსულტაციები, როგორც მე ვიცი, მიმდინარეობს ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად მოაწერიგებს თბილისში მშენებლობების პროცესს, საშუალებას მოგვცემს, რომ მეტი რეკრეაციული სივრცე გვქონდეს და გალამაზდეს ჩვენი დედაქალაქი, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიმინი საბაგიროები ჯავახეთში, ხევსურეთსა და ბარისახოშიც დამონტაჟდება
შემდეგი სტატიაჯანმრთელობისთვის საშიში სუნელის დამზადების ფაქტზე, ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს