ბათუმის მერია ახალ სსიპ-ს — არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურს ქმნის.
უწყების კომპეტენციაში მშენებლობის ნებართვების გაცემა, უნებართვო ობიექტების ლეგალიზება და ქალაქის დაგეგმარება შევა.
გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულო დადგენილებას 21 აგვისტოს დაამტკიცებს.
აჭარაში მშენებლობის სანებართვო ფართობი წელს 22%-ით გაიზარდა.














