თელავში სტიქიის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ქალაქში არსებული განაშენიანების პრობლემა აღიარა. მისი თქმით, კალაპოტთან ახლოს გაცემულმა ნებართვებმა სტიქიის მასშტაბი გაამძაფრა.
“ნამდვილად არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვები, მე ასე მიმაჩნია, თუმცა დანარჩენს შესაბამისი უწყებები დაადგენენ. არასწორად იყო გაცემული ნებართვები რამდენიმე კომერციულ ობიექტზე, რამაც გაამძაფრა ეს პრობლემა . ასეთი მოვლენებისგან მომავალში მაქსიმალურად უნდა იყოს დაზღვეული თითოეული ქალაქი და ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ თელავი მაქსიმალურად იყოს დაცული მომავალში ასეთი ტიპის მოვლენებისგან,” – ამბობს კობახიძე თელავის სტიქიაზე.
თელავის ხევის კალაპოტის გარღვევისა და წყალდიდობის ერთ ერთ მიზეზად თელაველები კალაპოტთან განაშენიანებას ასახელებენ. მათი ნაწილის თქმით, მერია მშენებლობის ნებართვებს მასიურად გასცემს.















