მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა გარდაიცვალა

თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მუშა მრავლობითი დაზიანებებით რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში გუშინ გარდაიცვალა.

მედიკოსების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცს პოლიტრავმა – მრავლობითი ტრავმული დაზიანებები აღენიშნებოდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგია ჟორჟოლიანი: მყისიერად პარლამენტის გადმოტანის საკითხის დაყენება უგუნურობა იქნება
შემდეგი სტატიაენმ-ს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მეორე ტურისთვის ბრძოლას განაგრძობენ