მსგავსი შეჯიბრი დაანგრევს „ქართულ ოცნებას“…მათ უნდათ ჩანაწერების გაგრძელება

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

პარლამენტში დღეს ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით პლენარული სხდომის ფორმატში იმსჯელებენ. საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა მიიღო ქართული პოლიტიკისთვის საფრთხეს წარმოადგენს. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის თქმით, კანონპროექტს ჯერ საკონსტიტუციო, ხოლო შემდგომ სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრედბენ:

„ე.წ ფარულ მოსმენა მიყურადების კანონთან დაკავშირებით მთელი პოლიტიკური სპექტრი არის ერთ მხარეს, მეორე მხარეს კი არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. ფაქტობრივად ყველა არის შეთანხმებული, თუ როგორი უნდა იყოს ეს კანონი და როგორი არ უნდა იყოს. მსგავსი შეჯიბრი ქართულ საზოგადოებასთან და ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან, საბოლოო ჯამში, დაანგრევს „ქართულ ოცნებას“. მათ არანაირი ბერკეტი არ აქვთ პოლიტიკის წარმოების. როგორც ჩანს, მათ უნდათ ჩანაწერების გაგრძელება. პოლიტიკის წარმოების სხვა ინსტრუმენტი მათთვის წარმოუდგენელია. საბოლოოდ, არავინ შეეგუება ამ კანონს. ყველასთვის ცხადია, რომ ეს დამანგრეველია მთლიანად პოლიტიკისთვის. შესაბამისად, ჩვენ და მთლიანად პოლიტიკური სპექტრი გავაგრძელებთ ბრძოლას – იქნება საასამართლოები, მათ შორის საკონსტიტუციოც. ამავე დროს გვესმის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენ დაგხვდება ყოფილი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, მაგრამ ეს გაგრძელდება სტრასბურგშიც. საბოლოო ჯამში, ან ,,ქართული ოცნება“ ჩამოშორდება ქართულ პოლიტიკას, ან ამ კანონს რაღაც ეტაპზე შევაჩერებთ,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიკვირიკაშვილი: C ჰეპატიტის მართვის ცენტრი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს მოემსახურება, რომლებსაც ნეიტრალური პასპორტი ექნებათ
შემდეგი სტატიამამუკა ახვლედიანი დაკითხვაზე დაიბარეს