მსახიობმა ნოდარ მგალობლიშვილმა პროტესტის ნიშნად თეატრი დატოვა

ტვ “პირველის” გადაცემა “რეაქციიდან” გახდა ცნობილი, რომ მსახიობმა ნოდარ მგალობლიშვილმა პროტესტის ნიშნად თეატრი დატოვა.

სავარაუდოდ, მსახიობის ეს გადაწყვეტილება მსახიობებისთვის ხელფასის განახევრებას უკავშირდება. უკმაყოფილება ადრე თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობებმა გამოთქვეს. გიორგი ყიფშიძე “პრაიმტაიმთან” ამბობდა, რომ ის და მამამისი – ზურა ყიფშიძე სავალალო დღეში არიან.

დღეს, “რეაქციიდან” გახდა ასევე ცნობილი, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ხელფასი მსახიობ გივი ბერიკაშვილსაც გაუნახევრეს.

banner
წინა სტატიაშიკიევში “კანონიერი ქურდი” “ვალო” დააკავეს
შემდეგი სტატიათეთრმა სახლმა დაასახელა „არშემდგარი სახელმწიფოები“