მსახიობი ჟა ჟა გაბორი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჰოლივუდის მსახიობი ჟა ჟა გაბორი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა -ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს მის აგენტზე დაყრდნობით.
გაბორი 1917 წელს უნგრეთში დაიბარა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ში ემიგრირდა. ჰოლივუდში მისი დებიური 1952 წელს შედგა და სულ 70-მდე ფილმში ითამაშა. მათ შორის “მულენ რუჟი”, “ლილი”, “ხალხის მტერი ნომერი პირველი” და სხვა.
თუმცა, დიდი პოპულარობა მან თავისი ცხოვრების წესით დაიმსახურა. გაბორს ცხრა ქმარი ყავდა. ის პირველად 20 წლის ასაკში გათხოვდა, ბოლოს კი – 70 წლის ასაკში. მას ერთი შვილი ყავს.
მსახიობის მეუღლემ ფრედერიკ ფონ ანხალტმა სააგენტო “ფრანს პრესს” განუცხადა, რომ მსახიობი სახლში, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: “ამ მკვლელობების თანამონაწილე საქართველოს ხელისუფლებაა”
შემდეგი სტატიამოხსენება: ინგლისში სუიციდმა კატასტროფულ მაჩვენებელს მიაღწია