20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

მსახიობი ვინსენტ პასტორე გარდაიცვალა

80 წლის ასაკში მსახიობი ვინსენტ პასტორე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი გარდაცვლილი შაბათს საკუთარ სახლში, ბრონქსში მეზობელმა იპოვა, რომელმაც მისი გადამოწმება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მსახიობი დაახლოებით სამი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა და არც არავის შეხმიანებია.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოცხადებულა და მიმდინარეობს გამოძიება. თუმცა, სამართალდამცავების განცხადებით, კრიმინალური ქმედების ან ძალადობის კვალი არ შეიმჩნევა.

მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ დაადასტურა მისმა მენეჯერმა, რობერტ ატერმანმა, რომელიც პასტორეს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა.

 ვინსენტ პასტორეს კარიერაში ყველაზე დასამახსოვრებელი როლი იყო სალვატორე “Big Pussy” ბონპენსიერო ტელეკომპანია HBO-ს სერიალში „სოპრანოს კლანი.

banner
წინა სტატიაშირუსეთში Wildberries-ის ლოჯისტიკური ცენტრი იწვის
შემდეგი სტატიაძველ თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს