მსახიობი კახი კავსაძე საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალეს

კახი კავსაძე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრიდან ტაშის ფონზე გამოასვენეს. დღეს, 1 მაისს, მსახიობი კახი კავსაძე საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალეს

კახი კავსაძე 85 წლის ასაკში, 27 აპრილს გარდაიცვალა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

კახი კავსაძე იყო საქართველოს დამსახურებული არტისტი. მინიჭებული ჰქონდა არაერთი პრემია – იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა კახი კავსაძის სახელობის ვარსკვლავი.

banner
წინა სტატიაში“რუსთავის აზოტის” ხელმძღვანელობის მორიგი შეთავაზება გაფიცულ თანამშრომლებს
შემდეგი სტატიასოფელ გუგუთთან კლდის მასის ჩამოსვლის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია