მსახიობებმა “ახალი თეატრის” ფასადზე ანდრო ჭიჭინაძის ბანერი ხელახლა გადმოფინეს. – ის ცოტა ხნის წინ ოცნების პროპაგანდისტული რუსთავი 2-ის გადაღებების გამო ჩამოხსნეს.
ინფორმაციისთვის, “თავისუფლება სისტემის პატიმრებს“, – ამ შინაარსის ბანერი მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის გამოსახულებით, აღმაშენებლის გამზირზე, ვასო აბაშიძის სახელობის “ახალი თეატრის“ ფასადზე წელზე მეტია, რაც გადმოკიდულია.
28 წლის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე პროევროპულ აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით საკუთარ სახლში 2025 წლის 4 დეკემბერს დააკავეს. იქამდე სახლი გაჩხრიკეს და ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის ანდრო ჭიჭინაძის ტელეფონი, დალუქეს.
პოლიცია მსახიობის სახლში საღამოს შვიდ საათზე მივიდა.
სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძეს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილის, რუსლან სივაკოვსა და სერგეი კუხარჩუკს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა – განაჩენი ნინო გალუსტაშვილმა გამოიტანა.
















