მსახიობების საპროტესტო აქციაზე რექტორი გამოვიდა

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი აქციის მონაწილეებთან მივიდა.

გიორგი შალუტაშვილის თქმით, ის ძალადობას ემიჯნება და ყველანაირად ეცდება ანდრო ჭიჭინაძის ოჯახს გვერდით დაუდგა.

პირადად მე, გიორგი შალუტაშვილი, რაც ჩემს ხელში იქნება, კანონი თუ მორალი, დავდგები ამ ოჯახის გვერდით, რაც შესაძლებელი იქნება კანონის ფარგლებში. ერთმნიშვნელოვნად ვამბობ, რომ გულისამრევია და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას. სოლიდარული ვარ ყველა პატიმრის მიმართ, როგორც ქრისტიანი. მე მთხოვთ ხელისუფლების ნაცვლად პასუხს?! მე მაქვს მორალური პოზიცია. გავაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემ ხელში იქნება,” – განაცხადა გიორგი შალუტაშვილმა.

მისივე თქმით, ინსტიტუციის სახელითაც არის განცხადება გაკეთებული, თუმცა, რექტორმა განცხადების შინაარსი არ დააკონკრეტა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე სპეცრაზმელების ფოტოების გავრცელებაზე: ეს ფაშისტების ხელწერაა
შემდეგი სტატიაევროპარლამენტის პრეზიდენტი ქართველ ხალხს: “ჩვენ ვიცით თქვენი ევროპული მისწრაფებები, ვხედავთ ევროკავშირის დროშების ფრიალს, გვესმის თქვენი”