მსახიობ გიორგი გურგულიას ცოლი ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს

მსახიობ გიორგი გურგულიას ცოლი ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს.

პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაც მოითხოვა, თუმცა, არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლოებმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეს და გურგულია 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

თავად გურგულია დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მან ცოლს შეაგინა – ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

ადვოკატ გიორგი ბეგიაშვილის თქმით, გურგულიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.

საქმის წინასასამართლო განხილვა დღეს, 16 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ 30 სექტემბრამდე გადაიდო.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – საქართველო კვლავ არის უსაფრთხო ზონაში
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი – საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა მიიღო