მსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით 56 წლის კაცი დააკავეს

მსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ 56 წლის კაცს 2-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

“ქორწინების იძულებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით პოლიციამ დააკავა ერთი პირი. დაკავებულია 1963 წელს დაბადებული პირი. დანაშაული 2-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა – ქორწინების იძულებისა და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით – ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს”,- ამბობს შსს.

“ათასჯერ გავაფრთხილე, იცოდე, გიჩივლებ, გაჩერდი, დაწყნარდი, ნუ მოდიხარ, ნუ მელოდები სადარბაზოსთან-მეთქი და ბოლოს, მაიძულა ასე მოვქცეულიყავი. სროლა უკვე კულმინაცია იყო”,- თქვა ეკა ჩხეიძემ IPN-თან.

როგორც პროკურორმა ანა მეტრეველმა IPN-ს უთხრა, ბრალდებულმა 28 სექტემბერს, დღის საათებში, ეკა ჩხეიძის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში პნევმატური იარაღიდან გაისროლა. ამის შემდეგ მსახიობმა 112-ში დარეკა, ვინაიდან ბრალდებული მას თვითმკვლელობით ემუქრებოდა.

banner
წინა სტატიაშიგახარია ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე: ჩვენს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერიამ ირაკლი სესიაშვილი “მუხროვანის საქმის” არასწორ შეფასებაში დაადანაშაულა