საქართველოს მთავრობამ ცნობილ მსახიობს და იუმორისტს ბესო ბერულაშვილს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად საკუთრებაში გადასცა ქალაქ თბილისში, კანდელაკის ქუჩა №6-ში, შენობა-ნაგებობა №1-ში მდებარე ბინა №9, რომლის ფართობი 140 კვ.მ-ს შეადგენს, აგრეთვე მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი.
სახელმწიფოს მიერ გადაცემულ უძრავ ქონებაზე ბესო ბერულაშვილის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში 8 სექტემბერს დარეგისტრირდა.