9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლო განაჩენს, სავარაუდოდ, 17 აპრილს გამოაცხადებს

მსჯავრდებულების, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლო განაჩენს სავარაუდოდ, 17 აპრილს გამოაცხადებს. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

სხდომა სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული. სწორედ ამ დღეს, ბრალდებულები საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ, რის შემდეგაც, მოსამართლე თეა ლეონიძე განაჩენის გამოსატანად, სათათბიროდ გავა.

დღევანდელ სხდომაზე კი ადვოკატების ნაწილმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი – ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა – ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.

banner
წინა სტატიაში“ეს თითქმის არავინ იცის”- მიხეილ სააკაშვილი განმარტავს, რატომ გააუქმა საქართველოში საათის გადაწევა
შემდეგი სტატიასეს-ი: ზუგდიდის ცენტრიდან აყვანილ მიუსაფარ ძაღლებს ჩაუტარდებათ ვეტერინარული მანიპულაციები და ვაქცინაცია, რის შემდეგაც ეკიპაჟები მათ უკან დააბრუნებენ